რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებულ ავტომობილები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები საქართველოს ყველა რეგიონში განაწილდება. 20 მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა რაიონულ სამსახურებს საჭიროების მიხედვით გადაეცემა. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 180 საშუალო და მაღალი გამავლობის ავტომობილი 2014 წელს გადაეცა. 20 ახალი სპეც-მანქანების დამატების შედეგად, ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდება.