გარდაცვლილის სხეული მდინარემ ხიდთან ახლოს გამორიყა. თანასოფლელებმა შენიშნეს, რომ აღნიშნული პიროვნება მდინარეში გადახტა, მაშველები მას 2 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივების თქმით, 55 წლის ქალბატონს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ცხედარს ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი".