გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახლოებულ ე.წ. „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები. კოცონის დასანთებად მოსახლეობა ხშირად იყენებს ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს, ეს კი ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა რომ იქმნება ხანძარსაშიში ვითარება და საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას. შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია და გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები 200-დან 500 ლარამდე.