22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს დღეს ბორჯომის #6 საჯარო სკოლაში. ამავე სკოლის ეკო-კლუბმა „მინდიამ“ თბილისიდან ეკო-კლუბ "ნორჩ ნატურალისტებს" უმასპინძლა. მათ მეგობრობის ნიშნად სკოლის ეზოში დეკოტარიული მცენარეები დარგეს და საღებავით შეღებილი ხელებით ანაბეჭდები ბანერზე დატოვეს. ამის შემდეგ მოსწავლეები ბორჯომის #1 ჩამომსხმელ ქარხანას და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ.