დღეიდან ბორჯომის ცენტრში გარემოვაჭრეებმა პროდუქტის გაყიდვა ვეღარ შეძლეს, თუმცა ჩარხისწყალზე აგრარულ ბაზარში გადასვლაზეც უარი განაცხადეს. გაფრთხილება გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ მოვაჭრეებმა მუნიციპალიტეტისგან დღეს კიდევ ერხელ მიიღეს. მოვაჭრეთა ნაწილმა მაღაზიები იქირავა, ნაწილს კი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.