დაახლოებით ერთ თვეში ბორჯომის #4 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. შენობის აღდგენა-გარემონტებას ბაღის ადმინისტრაცია და ახალ უბანში მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს. 2016 წლის ბიუჯეტში შენობის რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის თანხები უკვე გამოყოფილია. ახლა ტენდერის გამოცხადება და მშენებელი ფირმის გამოვლენა უნდა მოხდეს.