ეროვნული დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკაზე მუშაობა ახალ ეტაპზე გადადის.საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ბორჯომში ეროვნული დემოგრაფიული პოლიტიკის განხილვა მიმდინარეობს.ორდღიან სამუშაო შეხვედრას საერთაშორისო ექსპერტები,საპარლამენტო კომიტეტის,მთავრობის,სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და დემოგრაფიული ფონდის წარმომადგენლები ესწრებიან.