ასპინძაში, მდინარე მტკვრის მოსალოდნელი ადიდების გამო, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამცხე–ჯავახეთს გვიან ღამით ესტუმრა. მურღულია მტკვრის დონეს საქართველო – თურქეთის საზღვართან, ვარძია – მირაშხანის ტერიტორიაზე აკვირდებოდა.
აღნიშნულ ადგილას, 16 აპრილს, დილიდანვე იყვნენ მობილიზებული შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გარემოს ეროვნული სააგნეტოსა და ასპინძის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათთან ერთად იყვნენ ადგილობრივებიც.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, მდინარე მტკვარის დონის შესაძლო მატების გამო, ქართული და თურქული მხარე მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. კონტროლდება წყლის დონე, ასევე წყალმოვარდნის რისკის ზონები და ამ ეტაპზე განგაში უსაფუძვლოა. გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ტელეკომპანია „ბორჯომთან განაცხადეს, რომ წყლის მატებასთან დაკავშირებით მთელ მტკვარზე ონლაინ კონტროლს გარემოს ეროვნული სააგენტო ამ დრომდე ახორციელებს.