ასპინძაში მტკვრის დონის შესაძლო მატების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ასპინძას მალე ესტუმრება. თეიმურაზ მურღულია მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდება და მდინარე მტკვრის დონის შესაძლო მომატების საკითხს განიხილავს. თურქეთში ჭარბი ნალექის გამო, შესაძლოა მდინარის დონემ იმატოს, თუმცა, სამინისტროს განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მისი ჩამოსვლის მიზანი, მხოლოდ, შეშფოთებული მოსახლეობის დამშვიდებაა.

”უბრალოდ წყალსიუხვეა მტკვარში და ახლად აშენებული ”ქაია ბეის ჰესის” დამბა წყალს ინტენსიურად უშვებს, მაგრამ არაკრიტიკულად. ეს არ არის დამბის გარღვევა. ეს არის ორი წლის წინ აშენებული, ძალიან თანამედროვე ჰესი. ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, რომ მას რაიმე პრობლემა შეექმნას. როგორც ვიცი, ახალციხეში არის მცდელობა, რომ საზოგადოება დააშინონ და პანიკა შექმნან, მას საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, წყალმა მოიმატა, მაგრამ რომც არ ყოფილიყო ჰესი, ამ პერიოდში მტკვარს შემოსვლაზე წყალუხვობა მაინც შეეტყობოდა. ჩვენ ვართ კონტროლის 100%-იან რეჟიმში. ჩვენი სამსახური აკვირდება მტკვარს როგორც ადგილზე, ასევე მთლიანად თბილისამდე ყველა მონაკვეთზე, რადგან ფარავნიდანაც ცოტა უფრო გაზრდილია შემოდინება, მაგრამ ამ წუთას საგანგაშო ზღვრამდე დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლები წყლის დონე გვაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ემოციებისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს”, - განაცხადა მურღულიამ.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ისინი მობილიზებული არიან და ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს.

სავარაუდო ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარე მტკვრის დონე ნახევარი მეტრით არის მომატებული, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით მოხდა ხალხის გაფრთხილება. ტკვრის დონის მოსალოდნელი მატების გამო, მირაშხანი–ვარძიის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და გამგეობის პირველი პირები. გამგებლის პირველი მოადგილე ირწმუნება, რომ საგანგაშო არაფერია და წყლის დონის სავარაუდო მატებას მზადყოფნაში ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ მდინარის დონის უეცარი მატების გამო, დღეს, 16 აპრილს ასპინძაში, მესხური ტერასების მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის შუაგულში, ხმელეთზე შესული მწყემსი ნაპირზე ვეღარ გამოვიდა. მას მდინარის გადმოლახვაში მაშველები დაეხმარნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.