ლიბერთი ბანკის ბორჯომის ფილიალის მენეჯერი და ბუღალტერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბანკის გენერალური დირექტორი - ზურაბ წულაია ჩვენთან საუბრისას ირწმუნება, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი პროცედურული გადაცდომები გახდა. ზურაბ გოგოლაძე - ლიბერთი ბანკის ბორჯომის ფილიალის მენეჯერად დაახლოებით 20 წელი მუშაობდა. ტელეკომპანია „ბორჯომთან“ მან აღნიშნულ თემაზე სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ლიბერთი ბანკში განმარტავენ, რომ ახალი მენეჯერის შესარჩევად ვაკანსია გამოცხადდება და შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდება.