აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, 59% თვლის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად; 14% კი მიიჩნევს, რომ ის აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა; 4% არცერთ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება; 21%-მა არ იცის პასუხი აღნიშნულ კითხვაზე; 1%-მა კი უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.