პარლამენტის თავმჯდომარის - დავით უსუფაშვილის საქმიანობას 48% საშუალოდ აფასებს; 19% თვლის, რომ უსუფაშვილი კარგად მუშაობს; ძალიან ცუდად - შეაფასა 14%-მა; ასევე 14%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი; გამოკითხულთა 3% პარლმანეტის თავმჯდომარის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს; 2%-მა კი მისი საქმიანობა - ძალიან კარგად შეაფასა; 1%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.