საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას 42% საშუალოდ აფასებს; 23% თვლის რომ პრემიერი კარგად მუშაობს; 4%-ის აზრით კვირიკაშვილი ძალიან კარგად მუშაობს; 5% პრემიერ-მინისტრის მუშაობას ცუდად აფასებს; 1% კი თვლის, რომ ძალიან ცუდად მუშაობს; გამოკითხულთა 26%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.