კითხვაზე, საერთო ჯამში 2012 წლის შემდეგ პარლმანენტი მუშაობს უკეთესად, იგივენაირად თუ უარესად? პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 42% თვლის, რომ 2012 წლის შემდეგ პარლმანენტი იგივენაირად მუშაობს, 31% მიიჩნევს რომ უარესად მუშაობს, 14% ამბობს რომ უკეთესად, 13%-მა კი პასუხი არ იცის.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.