”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა 15% ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას
”ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 13 % - ”ერთიან ნაციონალურ
მოძრაობას”.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23
თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა
3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა
NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.