”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის არის მისი რაიონის მაჟორიტარი
დეპუტატი პარლამენტში.
კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31%-მა, არასწორი
პასუხი გასცა - 11%-მა.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23
თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა
3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა
NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.