NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში”
მიიჩნევს.
ასეთია ”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის
შედეგები, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო ”რუმსში” ამ წუთებში
მიმდინარეობს.
უფრო კონკრეტულად: შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ
როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10
%-მა აღნიშნა, რომ ”უკეთესად”, 47 %-ის თქმით, ”იგივე მდგომარეობაში”,
ხოლო 42 %-ის განცხადებით, ”უარესად”.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის
ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი
გამოიკითხა.