ბორჯომში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ოჯახმა დასახმარებლად განცხადებით დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცახადებენ, რომ მდგომარეობას აუდიტი შეისწავლის და შემდგომ გადაწყდება რა სახის დახმარებას გაუწევენ ისინი შაყულაშვილების ოჯახს. მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროცედურები სავარაუდოდ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, გუშინ, 7 აპრილს შაყულაშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც აქ ცხოვრება ამ ეტაპზე შეუძლებელია.