ბორჯომში წმინდა ნინოს ქუჩა, #38-ში მცხოვრები შაყულაშვილების ოჯახი დღეს ღია ცის ქვეშ დარჩა. მათ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, განადგურდა 40 კვ. მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, გამომწვევი მიზეზი უცნობია. ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე კომენტარი არ გააკეთა. გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.