ვაკანტური თანამდებობა ვახტანგ ოჩხიკიძემ დაიკავა. ის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროს გაუწევს კურირებას. ვახტანგ ოჩხიკიძე ბოლო 8 წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტში მუშაობდა. შეგახსენებთ, გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე მან რევაზ კალაძე ჩაანაცვლა.