ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს, რომელიც ქორწინებას და ოჯახის მცნებას განმარტავს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა, კანონპროექტთან დაკავშირებით, რეგიონის მოსახლეობის აზრი მოისმინეს. დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ცვლკილებების შეტანას მხარი დაუჭირა. არის თუ არა ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა – საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, კონსტიტუციის 36–ე მუხლში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრეს. კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მას სპეციალური კომისია განიხილავს. ცვლილებების დამტკიცებისთვის პარლამენტს 113 ხმა სჭირდება. თუ კანონპროექტი ამ ფორმით ვერ დამტკიცდა, დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულზე რეფერენდუმი ჩატარდეს. კონსტიტუციის 36 მუხლში წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მიზნად ოჯახის შექმნას ისახავს.