სხვადასხვა ხარისხის და ზომის ფილები კოსტავას, მესხეთის და რუსთაველის ქუჩებზე დაიგება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 370 000 ლარი იხარჯება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ლიკანი 2000“-მა სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილს დაიწყო და სამ თვეში უნდა დაასრულოს.