ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინიტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება 2 პროგრამის - სახელმწიფო ენის სწავლებისა და საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეთმობათ. სკოლის პროგრამების გასაცნობად მედია ტური მოეწყო, სადაც ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ჟურნალისტებმა ღირსშესანიშნავი ადგილებიც დაათვალიერეს. ნახეთ სიუჟეტი ქუთაისიდან.