გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურთან ერთად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, უკანონოდ მოქმედი სამი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში, საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ეზოებში იყო განთავსებული. ადგილზე ნაპოვნია უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი.
განხორციელდა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროების დემონტაჟი, რის შემდეგაც ისინი გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.