ჩითახევში, მდინარე მტკვარზე 12 ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები დაეშვებიან. თასის გათამაშებისთვის გათვალისწინებულია ფულადი საპრიზო ფონდი. ტურნირის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ჯომარდობაში ევროთასის გათამაშება საქართველოში პირველად ტარდება.