გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო. მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. შეხვედრას მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გიგლა აგულაშვილი მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს.