აკმაყოფილებს თუ არა ბორჯომის შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი ევროპულ სტანდარტებს, ამის გარკვევას ჩვენი ჟურნალისტი შეეცადა. მგზავრების უმეტესობა აცხადებს რომ ევროპულ სტანდარტებამდე მისაღწევად კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მათ გარკვეული მოთხოვნებიც აქვთ. ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორი მოსახლეობას ჰპირდება, რომ მომავალი წლიდან ქალაქს 2 ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსი ეყოლება.