ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ეზოში, ღია ცის ქვეშ შეკრებილებმა 1 საათით ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარი განაცხადეს. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკალური ჯგუფი ‘’Guardian Brothers”. მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას ბორჯომი წელს პირველად შეუერთდა, მისი მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.