ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში, დაბა ახალდაბასთან. ერთმანეთს ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა და შესაბამისად სამედიცინო ცენტრშიც არავინ გადაუყვანიათ. სავარაუდოდ "HYUNDAI"-ს მარკის მინივენი, რომელიც ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა კომპანია "მაგთიკომს" ეკუთვნის, ხოლო თბილისის მიმართულებით მოძრავი "SUZUKI"-ს მარკის ავტომანქანა სატყეო სააგეტოს კუთვნილებაა.