ბორჯომის ექვს საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვა და დახარისხება ფერადი ყუთების მიხედვით ხდება. ნარჩენების დახარისხება და მართვა, ეს ერთ-ერთი მიმართულება იყო იმ პროექტის, რომლის განხორციელებაც გარემოს დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2012 წლიდან დაიწყო. ამავე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ეკო-კლუბები #1, #3, #4, #6, ახალდაბის და წაღვერის საჯარო სკოლებში. პროექტი დასრულდა, თუმცა ეკ-კლუბის წევრები მუშაობას ამჟამად დამოუკიდებლად აგრძელებენ.