მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ
პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს,
პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი
ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.
"წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ
შემდეგ სერიებს", - იმუქრება ვიდეოს ავტორი.