ახალციხეში, სოფელ კლდესთან, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 70 წლამდე მამაკაცი ტ.ლ. მსუბუქი მარკის ავტომობილით სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გარდაცვლილია მძღოლი.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მას პულსი შემთხვევის ადგილზევე აღარ ესინჯებოდა.
ამ წუთებში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოკვლევას აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ძიება სსსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"