ხვალ, 15 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეეზღუდება. 350 აბონენტს დენი გაეთიშება 12:00-დან 17:00 საათამდე.
ოთხშაბათს, 16 მარტს კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ქალაქის ცენტრის (ე.წ. "სილამაზის ხიდიდან"), ლიკანის და ახალი უბნის მოსახლეობა. ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 16:00 საათამდე, ჯამში, 3 000 აბონენტს შეუწყდება.
ენერგო პრო-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ქვესადგურში დაგეგმილი სამუშაოების გამო შეეზღუდებათ.