რამდენიმე წუთის წინ youtube-ზე წვდომა აღდგა. ტექნიკურმა ხარვეზმა აღნიშნულ საიტზე დროებითი შეფერხება გამოიწვია, რის გამოც youtube-ზე წვდომა 200 000 მომხმარებელს შეეზღუდა - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას "სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა - თეონა წერეთელმა.
შეგახსენებთ, youtube-ზე წვდომა დღეს დილიდან შეზღუდული იყო სილქნეტისა და კავკასუსის ქსელის აბონენტებისათვის.