დღეს, 14 მარტს, “კავკასუსისა” და “სილქნეტის” მომხმარებლების ნაწილის youtube.com-ზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი, youtube-ზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოს, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებს შეიცავს და ასევე მუქარას რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ არ დატოვებენ პოლიტიკას, გამოქვეყნდება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.
რა მიზეზით შეიზღუდა youtube.com-ზე წვდომა და როდიდან გახდება აღნიშნული საიტი აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე უცნობია. ტელეკომპანია "ბორჯომი" მის გარკვევას ცდილობს. ახალ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.