ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემეპერატურა 11-16 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი 12-17 გრადუსი დაფიქსირდება.
ტემპერატურის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი 15 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა. აღოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 8-13 გრადუსამდე მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში 6-11 გრადუსია ნავარაუდევი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
10-12 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა 16-17 მარტს, მოსალოდნელია მცირე წვიმა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს 12-14 გრადუსის ფარგლებში იქნება. სინოპტიკოსები 15 მარტს დედაქალაქში წვიმას პროგნოზირებენ.