საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხვალ, 14 მარტს იმსჯელებენ. ; კანონპროექტის მიზანია საარჩევნო პროცედურების დახვეწა, სპეციალური საარჩევნო უბნების და სპეციალური საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში შესაძლო დარღვევების პრევენცია, სპეციალურ სიებში შეყვანილი პირების საარჩევნო უფლების დაცვა, მათი ნების თავისუფალი გამოვლინების შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების თავიდან აცილება ე.წ. თავისუფალი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობების მინიმიზაცია.