მმართველი გუნდი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების წარმოებისა და გავრცელების წინააღმდეგ სასჯელის გამკაცრებასა და ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობას გეგმავს.
"ზოგადად ჩვენი ე.წ. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მგონია, რომ ბოლომდე ვერ არიან ჩამოყალიბებულები, რა პოზიციები უნდა დაიცვან. იმიტომ, რომ როგორც კი სიტუაცია გამწვავდება, გამკაცრებას ითხოვენ, როგორც კი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ მკაცრი უნდა იყოს სასჯელი, მაშინ ზელიბერალურ მიდგომებს გვთხოვენ. ასე არ გამოვა. თუ ჩევენ ზელიბერალური მიდგომებით ვივლით, მერწმუნეთ, რომ მაშინ ქვეყანაში უშიშროება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღის წესრიგიდან უნდა მოვხსნათ. თან ითხოვდე, რომ ზელიბერალური იყო და თან ითხოვდე, რომ ორ წამში იყოს გამოძიებული საქმე, ასე არ გამოვა. მაგრამ მე მეჩვენება, რომ ზოგიერთებს ერთიც აწყობს და მეორეც, ხოლო ვინც ქვეყანას მართავს პასუხისმგებლობა იმაზეა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც მეტ-ნაკლებად საერთო ინტერესებს მოემსახურება", - განაცხადა სესიაშვილმა.