ტრიუმფით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმო.
ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ , ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე (70) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი იაკობ მაქარაშვილმა (74), დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.
პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 59 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 54 ქულით, მესამეზე უკრაინა 51.