სოფ. აწყურში, დიზელის გადამზიდი ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც მძღოლია გარდაცვლილი. ინფორმაციას ტელეკომპანია მეცხრე არხი ავრცელებს.
“მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება, როგორც რუსუდან გვარამაძე იუწყება, გადაბრუნებული ცისტერნიდან დიზელი გაზაზე იღვრება, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.
ავტოსაგზაო შემთხვევამ, ახალციხეში მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრის ესკორტიც შეაფერხა ადგილზე ოთარ დანელიაც იმყოფება.
ადგილზე იმყოფება სასწარფო სამედიცინო დახმარებისა ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟები.
როგორც თვიოთმხილველები ჰყვებიან, ტრაილერი გადაჭრაბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
არიან თუ არა დაშავებულები ამ დროისთვის უცნობია.