როგორ ჩავწეროთ გადაცემები ხარისხიანად, როგორ შევარჩიოთ თემები და სტუდიის სტუმრები. ამ და სხვა საკითხებზე მიმდინარეობდა ტრენინგი ბორჯომში, რომელიც დღეს დასრულდა. ტრენინგი რეგიონების ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისა და ვიდეო რედაქტორებისთვის ჩატარდა. ტრენინგი თეორიასთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა.