ახალდაბაში მცხოვრებ მიხეილ ჭაუჭიძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ, ბორჯომის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ხაშურში და მიმდებარე ქალაქებში მიმდინარეობს. მაშველები, პოლიცია და ადგილობრივები 82 წლის მამაკაცს ნავებით მდინარეში ეძებენ, თუმცა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. მიხეილ ჭაუჭიძე სახლიდან 2 მარტს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი ძებნა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.