ახალდაბაში მცხოვრებ მიხეილ ჭაუჭიძეს უკვე მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ. 82 წლის მამაკაცის ფოტო და აღწერილობა გავრცელებულია და მისი ძებნა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სამძებრო საქმე. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივებთან ერთად პოლიცია, სამაშველო სამსახური და კინოლოგები არიან ჩართულნი. შეგახსენებთ მიხეილ ჭაუჭუიძე სახლიდან 2 მარტს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.