სილამაზის ხიდის ფეხით სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილზე ჩამტვრეულია. ეს უკვე მეორე ხიდია ბოლო დღეების განმავლობაში, რომლის ახლად აღდგენილი ზედაპირი დააზიანეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ეს შეგნებულად კეთდება და ადამიანები, ვინც ამას აკეთებან აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან.