"ბორჯომი არის უნიკალური კურორტი, რომლის განვითარების პერპექტივა არის უზარმაზარი, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბორჯომში ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც კურორტს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად აქცევს.
სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ პროგრამას "აწარმოე საქართველოში" დაემატა ახალი კომპონენტი "უმასპინძლე საქართველოში," რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში სასტუმროების ქსელის განვითარებას. დიდი
მადლობა კომპანია „დიზონ ლიმითედს" ამ სასტუმროს პროექტის განხორციელებისთვის. კომპანიამ ასევე აღადგინა ბორჯომის გოგირდის აუზები, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვთ და ამ კურორტისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მათი აღდგენა," - აღნიშნა პრემიერმა.