სასტუმროს გახსნას ბორჯომში პრემიერ მინისტრთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ.
სასტუმრო ბორჯომში 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში 101 ნომერია. განხორციელებული ინვესტიციის საერთო ოდენობა 45 000 000 აშს დოლარს შეადგენს. სასტუმროში 200 ადამიანია დასაქმებული, ფუნქციონირებს 5 საკონფერენციო დარბაზი, დიდი საცურაო აუზი, ავსტრიული და ფრანგული წარმოების თერაპიის კაბინეტები, ფიტნეს დარბაზი და მაღალი კლასის სპა ცენტრი.