გიორგი კვირიკაშვილი სოფელ ქვაბისხევში "ამხანაგობა ჩუქურთმის" საქმიანობას გაეცნო. საწარმოს ხელმძღვანელის, თემურ მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში საწარმო 15 000 ლარით დაფინანსდა, მათ შეიძინეს ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა. საწარმოში 4 ადამიანია დასაქმებული.
"ეს საწარმოები სოფლად აჩენს შემოსავლის წყაროს, ახალგაზრდებიც ნაკლებად მიდიან ქალაქში და რჩებიან ადგილზე" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა