ოჯახში ძალადობის პრობლემაზე ომბუდსმენმა შსს-ს და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე არაეფექტური რეაგირებისა და კოორდინაციისას არსებულ პრობლემებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათ მიერ საქმეთა შესწავლამ ცხადყო, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად გაფრთხილების პრაქტიკას იყენებენ. 

"უმეტესად იმ შემთხვევებში, თუ ადგილი არა აქვს ფიზიკურ ძალადობას, მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელს უჭირს მიიღოს შემაკავებელი ორდერის გამოწერის გადაწყვეტილება.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაფრთხილების ოქმის შედგენის გამამართლებელ არგუმენტად მსხვერპლის სურვილს უთითებენ. აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მართებულად, რადგან ხშირ შემთხვევაში პოლიცია მსხვერპლს არ უხსნის შემაკავებელი ორდერის არსს და არ განუმარტავს, რომ გაფრთხილებას არ აქვს თანმდევი სამართლებრივი შედეგი. 

ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის სამართალდამცავ უწყებებში მიმართვების ისტორია რამდენიმე წლიან პერიოდს მოიცავდა. მსხვერპლის მიერ განხორციელებული თითოეული მიმართვა სამართალდამცავთა მიერ განიხილებოდა, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა და ოჯახში ძალადობის სისტემატური და განგრძობადი ხასიათი გათვალისწინებული არ იყო. 

საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების განხორციელების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, რომ პოლიციელთა მიერ გაფრთხილების გამოყენების აკრძალვაზე შემუშავდეს სპეციალური ინსტრუქცია და გამკაცრდეს მისი აღსრულების კონტროლი. რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა, ასევე, მოითხოვა ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომლებიც მონაწილეობდნენ რეკომენდაციაში მითითებულ საქმეთა შესწავლის პროცესში. 

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და მასზე შესაბამისი ეფექტური რეაგირების განხორციელების მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა უწყებათაშორის თანამშრომლობას ენიჭება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ძალადობის შემთხვევის შესწავლისას ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობდეს.

სახალხო დამცველმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები სოციალური სამსახურებისთვის და დაინერგოს მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი. ამავდროულად, აღმოიფხვრას სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მიერ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მოწოდების ფაქტები", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.