პრემიერ-მინისტრი ბორჯომში დაესწრება ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "Crowne Plaza Borjomi"–ს გახსნის ღონისძიებას, რომელიც 17:00 საათზე გაიმართება. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი, ბორჯომში ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. სასტუმროს საერთო ფართია 16100 მ2–ია. იგი აღჭურვილია 101 თანამედროვე ნომრით, რომლებიც გათვლილია დამსვენებელთა ფართო სპექტრზე. სასტუმრო "Crowne Plaza Borjomi" მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელთან. ინვესტიციის საერთო მოცულობა 32 მლნ აშშ დოლარია.
გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის
აღდგენით სამუშაოებსაც დაათვალიერებს, რომელიც მიმდინარე წლის
თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ახალციხიდან
საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში
დაიფარება.
პრემიერ–მინისტრი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისა და
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ
ბენეფიციარებს ესტუმრება. გიორგი კვირიკაშვილი დაათვალიერებს
სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ
საამქროებს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებს.