სოფელ ადიგენში ორივე კონფესიის წარმომადგენლებისთვის ახალი, საერთო სასაფლაო გაიხსნება, მუსლიმი და ქრისტიანი თემი, სასაფლაოს საკითხზე შეთანხმდა. დღეს გამართულ შეხვედრას რეგიონის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სოფელ ადიგენის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. დღესვე, ყველა მხარემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი ამოწურულია და სოფელ ადიგენში ორი კონფესიის წარმომადგენლების თანაცხოვრება ძველებურად გაგრძელდება. ამაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ აიღო.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"